გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხიდურელი: ქვეყნისთვის სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტზე - „თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი" კვლევამ დადებითი შედეგი გვაჩვენა

4-06-2022

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიციატივით, და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ჩართულობით, თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ცენტრის (MRO) მიზანშეწონილობის კვლევა სრულდება.


„ქვეყნისთვის სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტზე - „თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი" (MRO) კვლევამ დადებითი შედეგი გვაჩვენა. კვლევის დასვნით ეტაპზე გადასვლით დავინახეთ, რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას პროექტზე," - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.


შეგახსენებთ, რომ კვლევას The USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით ამერიკული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan ახორციელებს, რომლის წარმომადგენლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორს მიხეილ ხიდურელს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს თამარ არჩუაძეს შეხვდნენ და განიხილეს ქვეყნის პოტენციალი ამ მიმართულებით.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, ინვესტიციების დეპარტმენტისა და აეროპორტების გაერთიანების გუნდის წარმომადგენლებმა, Frost & Sullivan-ის ექსპერტებთან ერთად მოინახულეს ქუთაისის აეროპორტის ტერიტორია; ამასთან, ექსპერტებმა ასევე შეისწავლეს თბილისის აეროპორტის ტერიტორია.


MRO-ს მიზანშეწონილობის კვლევაზე მუშაობა დასრულდება ზაფხულის ბოლოს და ის მოიცავს ამ მიმართულებით საქართველოს აეროპორტების პოტენციალის დეტალურ ანალიზს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930