გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

4-06-2022

მიმდინარე წლის 4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისა და კლინიკა ''ვივამედის'' მედპერსონალმა, ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა.


აქცია მოიცავდა გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტის,უროლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას, ასევე, ექოსკოპიას და კარდიოგრამას. მასში მონაწილეობა ორივე სტაციონარის მედიკოსთა 25 კაციანმა ჯგუფმა მიიღო. აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 117 ბენეფიციარს. განხორციელდა 465 სამედიცინო ვიზიტი.


აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი და რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, სამსახურის ბენეფიციარებს წინასწარ მიეწოდებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930