გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიასა და საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

5-06-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა და სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ხელმძღვანელმა მიხეილ ქამუშაძემ მოაწერეს.


უთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გულისხმობს ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის დროებით სარგებლობაში გადაცემას სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებისთვის.


შენობა-ნაგებობა სრულად გარემონტდება და აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურით.


ადგილზე ჩატარდება ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია.


ადგილობრივებს შეეძლებათ, ისარგებლონ გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით.


გეგმიური ამბულატორიული მომსახურება: ოჯახის ექიმი, გინეკოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ნევროლოგი, ტრავმატოლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, ანგიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი.


გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება: კლინიკაში 24 საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე იქნება რეანომობილი.


ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის, სახელმწიფო რწმუნებულის - პაპუნა მარგველიძის ინიციატივით ასევე სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის - მიხეილ ქამუშაძის, დირექტორის მოადგილის - ბესარიონ სიმონიშვილის და მუნიციპალიტეტის მერის - სერგი ხიდეშელის ძალისხმევით.


შეხვედრას ესწრებოდნენ: ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ბაჩანა მარკოიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შუქურა ჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930