28-06-2018
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ბრალს დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა განაცხადა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საკუთრებაში არსებული ავტომობილი დაათვალიერეს. მანქანაში კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ჯანჯღავას დაახლოებით 12-13 საათისთვის ბრალს წარუდგენენ, ხოლო ამის შემდეგ უკვე სასამართლო სხდომა ჩაინიშნება“-განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავეს. გამოძიება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
18-12-2024