6-06-2022
ტურიზმის აღდგენის მაისის თვის დინამიკას დადებითად აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით იანვარი-მაისის პერიოდში ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ მიზნობრივ ბაზრებზე და ვახორციელებთ არაერთ პროექტებს, პრეს-ტურებს, ინფო-ტურებს, ვმასპინძლობთ ტურ-ოპერატორებს. ახლა შევდივართ ძალიან აქტიურ ტურისტულ ფაზაში, შედეგად მაისის თვეში, ტურისტული ნაკადების წილში, უკვე გვაქვს 62%-იანი აღდგენა, რაც წინა თვეს აღემატება 10%-ით. ვფიქრობ ძალიან პოზიტიური შედეგია და ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს და ამ სეზონს ძალიან კარგი შედეგებით დავხურავთ“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,180,034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით +257.8%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39.5% შეადგინა.
2022 წლის 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 906,670 შეადგინა, რაც +213.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 54.8%-ით არის აღდგენილი.
16-11-2024
16-11-2024