6-06-2022
მიმდინარე წლის 4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური კლინიკა ''უნიქალმედის'' ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
აქცია მოიცავდა ნევროლოგის, ანგიოლოგის, თერაპევტის, ქირურგის, უროლოგის და კარდიოლოგის კონსულტაციას. აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 91 ბენეფიციარს.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძე.
ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ''უნიქალმედს'' შორის, მიმდინარე წლის 12 აპრილს გაფორმდა; მემორანდუმის მიზანი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების თანადგომაა. აღსანიშნავია, რომ კლინიკა''უნიქალ მედი'' 170 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, მრავალროფილური სტაციონარია, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. კლინიკა უზრუნველყოფს ყველა სახის სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მომსახურებას.
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.
16-11-2024
16-11-2024