ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დაკითხული თვითმხილველი მძღოლი შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობს.
მისივე თქმით, შეუძლებელია ადამიანს, რომლის წინაც ხდება ასეთი დანაშაული, ეს არ დაენახა.
„ეს არის მოწმე, რომელიც იჯდა მანქანაში და ხედავდა მისი მანქანის წინ რაც ხდებოდა.
მან მოგცა ჩვენება. სავარაუდოდ, კიდევ მოუწევს მას ჩვენების მიცემა უკვე კომისიის გაფართოებული შემადგენლობის წინაშე. ჩემი შთაბეჭდილება ისაა, რომ შეუძლებელია ადამიანს, რომლის წინაც ხდება ასეთი დანაშაული, ეს არ დაენახა.
თუმცა დეტალებზე არ საუბრობს, ჩვენ ამაზე დასკვნა ვერ გვექნება, თუ რატომ არ საუბრობს“- განაცხადა კაპანაძემ.