7-06-2022
ოპოზიციას ორი მიმართულებით აქვს გაშლილი ფრონტი, ერთი - ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას, აგინებენ წმინდანებს და მეორე მხრივ, დაკავებული არიან იმით, რომ გალანძღონ საქართველო ამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში და რამენაირად მოხდეს ისე, რომ თუ მოლდოვა და უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები, დამსახურებულად მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ეს ვერ მოახერხოს, ამაზე ააწყონ მთელი თავისი გეგმები, მისული მეორე ფრონტის გახსნამდე“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ვა-ბანკზეა წასული და ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ვიწრო პარტიული ინტერესები.
„მთელი ოპოზიციის დღევანდელი მოქმედებების არსი შეიძლება ორ წინადადებაში ჩაეტიოს ერთი - ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას, აგინებენ წმინდანებს, საოცრებებს აკეთებენ, წარმოიდგინეთ, რაზე საუბარი გვიწევს და მეორე მხრივ, ისინი დაკავებული არიან იმით, რომ რამენაირად გალანძღონ საქართველო ამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში და რამენაირად მოხდეს ისე, რომ თუ მოლდოვა და უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები დამსახურებულად მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ეს ვერ მოახერხოს და ამაზე ააწყონ მთელი თავისი გეგმები, მისული მეორე ფრონტის გახსნამდე, თავის დროზე შეთქმულების თეორიას რომ ეძახდნენ.
ამ ორი მიმართულებით აქვთ გაშლილი ფრონტი და რატომ ჰგონიათ, რომ ან ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლაში, ან საქართველოსთან და მის ევროპულ პერსპექტივასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწევენ, ნამდვილად არ ვიცი. ისინი ვა-ბანკზე არიან წასულები და ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ვიწრო პარტიული ინტერესები, არ შეიძლება საკუთარი ქვეყანა ასე გაწირო“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024