გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ EUA-ის აკრედიტაციის მოლოდინშია

7-06-2022

თსუ არის ერთადერთი უნივერსიტეტი რეგიონში, რომელიც გადის  საერთაშორისო აკრედიტაციას.  ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ექსპერტ-შემფასებლების მეორე ვიზიტი თსუ-ში უახლოეს დღეებში იგეგმება.

 

ინსტიტუციური შეფასების პროგრამა უკვე 27 წელია არსებობს და მსოფლიოს 50 ქვეყანაში 430 უნივერსიტეტი აქვს შეფასებული. ინსტიტუციური შეფასების პროგრამა დარეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR) და არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი.

 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ექსპერტთა ჯგუფებმა შეისწავლეს უნივერსიტეტის გამჭვირვალეობა, მონაწილეობა, ღიაობა, მმართველობა, ფინანსები, ინტერნაციონალიზაციის პროცესი, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ა.შ. ბოლო პეიოდში შეფასების კრიტერიუმებს დაემტა მესამე მისიის კომპონენტიც, ანუ ფასდება ისიც, თუ როგორ ეხმარება უნივერსიტეტი საზოგადოებას განვითარებაში. ეს არის ის ძირითადი  კრიტერიუმები, რომლითაც საერთაშორისო გუნდი აფასებს უნივერსიტეტს.  ექპერტები ხვდებიან საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულ ყველა მონაწილეს: სტუდენტებს, პროფესორებს, ადმინისტრაციას, მკვლევრებს, მშობლებს თუ დამსაქმებლებს. ეს არის ძალიან ფართო კვლევა, რაც ჩვენცგამოგვადგება სამომავლოდ, რომ ნაკლოვანებების შემთხვევაში ეს კვლევა გამოვიყენოთ ერთგვარ საგზაო რუკად. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის მიღწევები, სწავლის მაღალი ხარისხიაღიარებული იქნება საერთაშორისო დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ, რომელიც შექმნილია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ეგიდით,’’ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

 

ინსტიტუციური შეფასების პროგრამის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) შეფასება  უნივერსიტეტს დაეხმარება ძლიერი და განსავითარები მხარეების გამოვლენაში, განვითარების გეგმის დასახვასა და განხორციელებაში.

 

შეფასების დასრულების შემდეგ, ხუთი წლის განმავლობაში, უნივერსიტეტს უფლება აქვს გამოიყენოს სიმბოლო “შეფასებულია ინსტიტუციური შეფასების პროგრამის მიერ“ (“Evaluated by IEP”), რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზაა საერთაშორისო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოსაზიდად, უნივერსიტეტის ცნობადობის ასამაღლებლად და ინტერნაციონალიზაციის დონის გასაზრდელად.

 

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინსტიტუციური შეფასების პროგრამა (EUA’s IEP) არის ხარისხის გარე უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უსდ) შეფასებას. აღნიშნული შეფასება მოიცავს უსდ-ების საქმიანობის სრული მასშტაბის შეფასებას. კერძოდ, მართვის, სწავლა-სწავლების, კვლევის, ხარისხის კულტურის, მესამე მისიის (საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა) და ინტერნაციონალიზაციის შეფასებას. შეფასება ნებაყოფლობითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხორციელდება უსდ-ების სურვილის შემთხვევაში. შეფასება არის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული და აღნიშნული პროცესის მთავარი მიზანია  უსდ-ების მართვის განვითარება და საჭირო ცვლილებების დანერგვა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930