28-06-2018
ამერიკულ შტატ მონტანაში 19 წლის სამანტა რეი მირსმა თავის ყოფილ შეყვარებულ ბიჭს მასთან სექსით დაკავება მუქარით აიძულა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Kpax-ი ავრცელებს.
ბრალდება აცხადებს, რომ მაჩეტეთი შეიარაღებული გოგო შეყვარებული სახლში შეიჭრა, სანამ ის სახლში არ იყო. როდესაც ის დაბრუნდა, მირსი იარაღით თავს დაესხა და უბრძანა გაეხადა.
დაზარალებულმა პოლიციელებს უთხრა, რომ ვერ გაიქცა, რადგან ეშინოდა. როდესაც მან გოგოს ბრძანება შეასრულა, მირსმა ბიჭი გააუპატიურა. ამასთან, დაზარალებულის თქმით, გოგოს მაჩეტე ხელიდან არ გაუშვია.
მირსს სახლში უკანონოდ შეჭრისა და შეიარაღებულ თავდასხმაში წაეყენა ბრალი, ხოლო სექსუალური ძალადობის მუხლით საქმე ჯერჯერობით არ აღძრულა.