გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მხარდაჭერისთვის მემორანდუმი გაფორმდა

7-06-2022

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, შპს. ''ვივამედსა'' და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მხარდაჭერისკენ; კერძოდ, მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე; გამოთქვამენ მზადყოფნას, უზრუნველყონ ვეტერანთათვის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობა და უფასო სამედიცინო მომსახურება წინასწარ შეთანხმებული დროის შუალედით.


მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, შპს.''ვივამედის'' დირექტორის მოადგილემ, სულხან აბესაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა, ნათია კოპალიანმა მოაწერეს.


მემორანდუმი ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედების ვადა 1 წლით განისაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930