გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თვითმმართველი ერთეულებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

8-06-2022

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით, თვითმმართველი ერთეულებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, სახალხო დამცველის ოფისის, ათეას აღმასრულებელ საბჭოსა და შერჩეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.


მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული ღონისძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, მრავალდონიანი თანამშრომლობისა და დიალოგის ფარგლებში მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, საქართველოს სახალხო დამცველთან - ნინო ლომჯარიასთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან - ნატალია ვუტოვასთან ერთად გახსნა.


პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930