28-06-2018
ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა სამი დღით შეწყვიტეს და მუშაობა განაგრძეს. აქციის მონაწილეებმა ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის აპარატში შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
შეგახსენებთ, ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. ისინი მერიის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ქალაქში 450 მიკროავტობუსის ნაცვლად, დღეში მხოლოდ 250 იმუშავებს.
18-12-2024