გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

8-06-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მხარდაჭერით, საქართველოს ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის (PCS) განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა.


პორტების გაერთიანებული სისტემა (PCS) წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმას, რომელიც პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს, რითიც უზრუნველყოფს ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციას, მართვასა და ავტომატიზაციას ერთიანი მონაცემების საფუძველზე.


PCS კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს გაციფროვნების ეტაპს, რაც გულისხმობს მინიმალური ფუნციებიდან დაწყებას და წინასწარ განსაზღვრული ფუნქციების პაკეტების ეტაპობრივად დამატებას. გაციფროვნება თამაშობს საკვანძო როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაძლიერებისა და ახალ ეპოქაში გადაყვანის პროცესში. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტა უფრო ეფექტურს, ეკონომიურს და მდგრადს გახდის საქართველოზე გამავალ ლოგისტიკურ და მიწოდების ჯაჭვებს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.


საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საპორტე სექტორში მიმდინარე პროექტები, მათ შორის PCS სისტემასთან გაერთიანება, მნიშვნელოვანია მსოფლიო გლობალურ ჯაჭვში ჰარმონიზაციის პროცესში წარმატების მისაღწევად. „საზღვაო გადაზიდვების, ლოგისტიკური პროცესების გაციფროვნება და მართვა საკვანძო როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო ჰაბების ახალ ეპოქაში გადაყვანის პროცესში. კარგად გვესმის, რომ არსებულ გამოწვევებთან წარმატებით გამკლავება და დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ე.წ. შუა კორიდორის და შესაბამისად, საქართველოს მომავალზეც. ჰარმონიზაცია, ინოვაცია, გაციფროვნება და მწვანე გადაზიდვის ხელშეწყობა - ეს არის იმ წარმატების გასაღები, სადაც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.


შავი ზღვისა და ევროპის რეგიონში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ესტონურ-გერმანულმა კონსორციუმმა გააანალიზა ის სარგებელი, რასაც საქართველო პორტების გაერთიანებული სისტემის წარმატებით განვითარების შემდგომ მიიღებს. კონტრაქტორმა შეისწავლა ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობები და შეიმუშავა საქართველოში PCS -ის დანერგვის სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები.


კვლევის შედეგების თანახმად, პორტების გაერთიანებული სისტემასთან ქართული ნავსადგურების გაერთიანება გააუმჯობესებს პორტებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, ასევე უწყებათაშორის კოორდინაციას, მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიულ ტვირთს, ხელს შეუწყობს საპორტე პროცესების გაციფროვნებას, სტანდარტიზაციას და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთის გადატანის დროს. კვლევისვე თანახმად, PCS სისტემის დანერგვის პროცესში კრიტიკული მნიშვნელობა ექნება თაამშრომლობას, ჩართულობას და კომუნიკაციას სხვადასხვა დაინტერესებულ სუბიექტებს შორის, მათ შორის საჯარო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930