28-06-2018
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დამნაშავედ სცნო და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გამოძიება მიხეილ სააკაშვილს ორი მუხლის გამო, ძალადობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედავებოდა.
სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტი დღეს ორივე მუხლით დამნაშავედ სცნო.
ექსდეპუტატი ვალერი გელაშვილი 2005 წელს სასტიკად სცემეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქმე მაშინდელი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ შურისძიებას ეხებოდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუ არ მოეწონა და ხელქვეითებს მისი სამაგალითოდ დასჯა დაავალა.
სასამართლომ დღეს მიხეილ სააკაშვილს ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა.
18-12-2024