გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ნოზაძეს 250 ლარი ჰქონდა ვალი - მომღერლის დაჭრის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

28-06-2018

„ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორ პირს სასამართლომ ბრალი წარუდგინა. 
მათგან ერთს - თათია ჯანჯღავას ბრალი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება, ნათია თოფურიას კი გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.
არსებული ინფორმაციით თოფურია ბრალს აღიარებს.
რაც შეეხება ჯანჯღავას, მისი ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე კვალიფიკაციას არ ემხრობა, რადგან საქმე მისივე თქმით, წინასწარ განზრახული მკვლელობის მცდელობას არ ეხება.
„ეს მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ვინაიდან დაზარალებულს ჰქონდა მისი ვალი. 
რაც შეეხება ბრალს, ის არ აღიარებს, კვალიფიკაციას არ ემხრობა, რადგან მისი მოკვლის მიზანი არ ჰქონია. თანხა ასესხა და სთხოვდა რომ დაებრუნებინა, ვინაიდან სჭირდებოდა, დაახლოებით 250 ლარი“- განაცხადა ჯანჯღავას ადვოკატმა. 
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნოზაძე სამი დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან დაჭრეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031