გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში რისმაგ გორდეზიანის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა და გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ 95 წლის იუბილე აღინიშნა

9-06-2022

თსუ-ის ემერიტუსი პროფესორის, აკადემიკოსრისმაგ გორდეზიანის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის ,,ანტიკური სამყაროს ხიბლი - რისმაგ გორდეზიანი 80“ პრეზენტაცია და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ 95 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა წარმატებულ მეცნიერსა და მრავალი თაობის აღმზრდელზე - რისმაგ გორდეზიანზე საუბრისას აღნიშნა, რომ თსუ ამაყობს იმით, რომ სწორედ მას ჰყავს ასეთი რანგის მეცნიერი, რომელმაც დიდი აღიარება და სიყვარული მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მისი თქმით, თსუ-ში ჩამოყალიბებული კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ერთ-ერთი წამყვანი სკოლაა მსოფლიოში. თსუ რექტორის მოადგილემ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ დაარსებიდან 95 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ თითქმის უნივერსიტეტის ასაკის გაზეთის ფურცლებზე წლების განმავლობაში აისახებოდა არა მხოლოდ თსუ-ის, არამედ მთელი ქვეყნის ცხოვრება.

 

რისმაგ გორდეზიანი გახლავთ მეცნიერების რაინდი, რომელმაც არა მხოლოდ ბერძნული ცივილიზაციის კვლევის გამო, არამედ, მთლიანად მისი სამეცნიერო-კვლევითი მიმარულების საერთაშორისო ასპარეზზე გატანით მოუხვეჭა სახელი საქართველოს,“- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

 

მინისტრის მოადგილემ „უნივერსიტეტის გაზეთზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ „იგი არის არა მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო გაზეთი, არამედ გაზეთი, რომელიც საზოგადოებას უყვებოდა თუ რა ხდებოდა აკადემიურ სივრცეში, სამეცნიერო-კვლევითი და,ზოგადად, საგანმანათლებლო პროცესების მიმართულებით.“

 

თსუ ემერიტუსმა პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა „უნივერსიტეტის გაზეთს“ 95 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს გაზეთი ყოველთვის ემსახურებოდა უნივერსიტეტს.“ ამავე დროს, რისმაგ გორდეზიანმა ისაუბრა უახლეს გამოცემაზე:„ძალიან სასიხარულოა, რომ გამოიცა ჩემი რჩეული ნაშრომების მეორე ტომი, რომელიც მოიცავს 21-ე საუკუნეში გამოცემულ სტატიებს.რამდენიმე დღეში გამოვა ჩემი ამჟამინდელი მოღვაწეობის მაგისტრალური პროექტის ძალიან საინტერესო შედეგი - ენციკლოპედია „ანტიკური კავკასია“; მისი პირველი ტომის გავრცობილი მეორე გამოცემა, რომელიც არსებითად დააგვირგვინებს ამ გამოცემას.ასევე, ძალიან მალე გამოვა წიგნი „ეტრუსკები.“

 

წიგნი  ,,ანტიკური სამყაროს ხიბლი - რისმაგ გორდეზიანი 80“ მომზადებულია თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის მიერ პროექტ ,,პუბლიცისტური ნარკვევების“ ფარგლებში (ავტორი: ნინო კაკულია - ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი).

 

ღონისძიებაზე, აგრეთვე, გაიმართა ფილმის - ,,9 ძველი და 5 ახალი ამბავი გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” ისტორიიდან“  - ჩვენება.

 

„95 წლის გაზეთს 1962 წლიდან დღემდე ჰქვია თბილისის უნივერსიტეტი“. გაზეთის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზენაჩვენებიიყოდოკუმენტურიფილმი „9 ძველი და 5 ახალი ამბავიგაზეთის ისტორიიდან. გაზეთი თბილისის უნივერსიტეტიყოველთვიცდილობს ასახოს უნივერსიტეტის ცხოვრება, ამბები და გამოეხმაუროს იმ ამბებს, რომელიც თსუ-ში მიმდინარეობს,“- აღნიშნა გაზეთის რედაქტორმა ნინო კაკულიამ.

ღონისძიებას, რომელიც თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრისა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, დაესწრნენ თსუ-ის პროფესორები, სტუდენტები, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031