გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი

28-06-2018

„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპული საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან ხდება მტკიცებულებების ცალმხრივი გამოკვლევა. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ მტკიცებულებები ყოველმხრივ გამოვიკვლიოთ, ვსვამთ ძალიან კრიტიკულ კითხვებს და ვცდილობთ სიმართლის გარკვევას“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში, ევროპული საქართველოს წევრების განცხადებების პასუხად განაცხადა.

როგორ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნისას საზოგადოებაში არსებული მთავარი კითხვები შეეხებოდა ფარდულს, გაღუნულ დანას და მირზა სუბელიანს.

„დღეის მდგომარეობით კი სუბელიანი დაკავებულია,  მეორე დღესვე გაირკვა, რომ დანა გაღუნული არ არის და ფარდულთან დაკავშირებითაც ასევე გაირკვა, რომ დღესვე, სანტიმეტრების სიზუსტით შეიძლება მისი აღდგენა საჭიროების შემთხვევაში და ნებისმიერი ექსპერიმენტის თუ სხვა მოქმედების ჩატარება. ამ ფონზე, ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი.

ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ასე თუ გააგრძელებენ ყველა მოწმის გამოკითხვის შემდეგ დასკვნების და კომენტარების კეთებას, სერიოზულად დააზარალებენ კომისიის იმიჯს და დამწყები გამომძიებლებივით დაემართებათ, ბრალის ფორმულირებას რომ ცვლიან ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031