გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა გიორგობიანი: კანდიდატობის მინიჭებაზე რეზოლუციას იმდენი გავლენა ვერ ექნება, რამდენადაც იგი წარმოადგენს, მომავალ პოლიტიკურ არასტაბილურობის ბაზისს საქართველოში; შესაძლოა, ქუჩაში მოგვიწიოს ქვეყნის დაცვა და იმედია დავიცავთ კიდეც

10-06-2022

,,სერიოზულად თუ შევხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, ფაქტიურად სახელმწიფო გადატრიალების წაქეზებაა,” - ასე ეხმიანება ბიძინა გიორგობიანი ევროპარლამენტის მიერ, მომზადებულ რეზოლუციას.

 

როგორც გიორგობიანი წერს, ვინ მოამზადა და რა მიზეზებითაა გამოწვეული ეს პოლიტიკური აბსურდი, ალბათ გაირკვევა.

 

,,მგონი ქვეყნის მაგიერ ტელევიზიად უნდა გადავაფორმოთ საქართველო და ჩვენ ყველანი ჟურნალისტებად დავრეგისტრირდეთ. იქნებ ტელევიზიად მაინც გვაღიარონ. უფრო სერიოზულად თუ შევხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, ფაქტიურად სახელმწიფო გადატრიალების წაქეზებაა. ვინ მოამზადა და რა მიზეზებითაა გამოწვეული ეს პოლიტიკური აბსურდი, ალბათ გაირკვევა, მაგრამ ყველა პასუხისმგებელია ამ შედეგზე. ჩვენ, ხელისუფლება და ოპოზიციაც.

 

ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებაზე რეზოლუციას იმდენი გავლენა ვერ ექნება, რამდენადაც იგი წარმოადგენს, მომავალ პოლიტიკურ არასტაბილურობის ბაზისს საქართველოში. ჩვენ შესაძლოა ქუჩაში მოგვიწიოს ჩვენი ქვეყნის დაცვა და იმედია დავიცავთ კიდეც,” - წერს გიორგობიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930