13-06-2022
ვიღაცას უნდა, რაღაც ჩანაწერებითა და სანქციების მუქარით შეაშინოს, ეს არის ფუჭად გასროლილი ტყვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა დაიწყო დაყადაღებით. დაუყადაღეს ანგარიშები, სატელიტური თეფშები და ა.შ. ხელწერა არ იცვლება. დღესაც, იგივე ხაზის ადამიანები საუბრობენ იმავეზე, რომ უნდა დავაყადაღოთ, ჩამოვართვათ და ა.შ. ელემენტარული, 11 წელი ხელწერა ვერ შეიცვალეს.
მენტალიტეტი იგივე, იგივე მენტალიტეტით მოხვდა ეს ჩანაწერი იმ რეზოლუციაში, რომელზეც ვსაუბრობთ. ვერ მოიშალეს ეს, რომ ადამიანს ანგარიში უნდა დაუყადაღო. არც ადამიანის უფლებები არ აინტერესებთ, არც არაფერი. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ ასეთ რეზოლუციას და ასეთ ჩანაწერებს ევროკავშირთან ზოგადად საერთო არაფერი აქვს. ევროკავშირი როდესაც ფუძნდებოდა, პირველი, რაზეც ის ფუძნდებოდა იყო სამართლიანობა, სიმართლე, ადამიანის უფლებების პრინციპები და ღირებულები. როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთ ჩანაწერებს ვხვდებით, იქ აშკარაა, რომ ასეთ ტექსტებს არაფერი აქვს საერთო იმ ღირებულებებთან, რომელსაც თავის დროზე ევროკავშირი დაეფუძნა. დამფუძნებელი მამები ასეთ ევროკავშირზე ნამდვილად არ ოცნებობდნენ. რამდენიმე დღის წინ საუბრობდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, რომ ფაქტობრივი მოცემულობით, ანგარიში გაჩერებულია, ორი თვეა გადარიცხვა არ კეთდება. ანუ პრაქტიკაში ეს სანქცია ისედაც მოქმედებს. მაგრამ ეს ადამიანი არც მაშინ შეუშინდა.
ამ კაცმა გამოიარა ასეთიც პროცესები და არაფერს შეუშინდა და ახლა ვიღაცას უნდა, რაღაც ჩანაწერებითა და სანქციების მუქარით შეაშინოს, ეს არის ფუჭად გასროლილი ტყვია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024