გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ჯერ არ გამოგვიკითხავს ის გამომძიებლები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ

28-06-2018

ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით კომისიის მუშაობისას უკვე გამოიკვეთა პასუხები იმ სამ ძირითად კითხვაზე, რაც გამოძიებისადმი საზოგადოების უნდობლობის მიზეზი გახდა. ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ჩართვისას ოხანაშვილმა ასეთ საკითხებად ფარდულის დემონტაჟი, დანის გაღუნვა და მირზა სუბელიანის ფაქტორი გამოყო.


მისი თქმით, ფარდულის დემონტაჟაზე არ დადასტურდა გავრცელებული განწყობა, რომ მისი დემონტაჟის ნებართვა საგამოძიებო უწყებებმა გასცეს და გამოიკვეთა, რომ ფარდული ადგილობრივებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეტყობინების გარეშე დაშალეს, თუმცა მისი ანალოგიური პარამეტრებით აღდგენა ნებისმიერ დროს შეიძლება. დანა კი, რომელის გაღუნვაზეც ხდებოდა აპელირება გაღუნული არ არის.


,,შეფასებებზე საუბარი და დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ჩვენ ჯერ არ გამოგვიკითხავს ის უშუალო გამომძიებლები, რომლებიც ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. და ის ადამიანები, ვინც არიან მკვლელობის ეპიზოდში მონაწილეები, ან ამ ტრაგიკულ შემთხვევას ვინც შეესწრნენ და დაინახეს" _ განაცხადა დეპუტატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031