29-06-2018
გთავაზობთ სამინისტროების ისტორიას დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში, რომელიც ამერიკულმა რადიოსადგიურმა "ამერიკის ხმა"-მ მოამზადა:
საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921) სულ 7 სამინისტრო იყო, მთავრობის თავმჯდომარე პარალელურად შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობასაც ითავსებდა. 1991 წელს, საბჭოთა იმპერიის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი 12 წევრისგან შედგებოდა. 1995 წლის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, მთავრობა უკვე 16 სამინისტროსგან შეიკრა. 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 13 სამინისტრო დარჩა და ოთხი უპორტფელო მინისტრი დაემატა. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლოს წელს კი სამინისტროების რაოდენობამ 16-ს მიაღწია (უპორტფელო მინისტრების რაოდენობა იგივე დარჩა).
2012 წელს, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა სამინისტროების და უპორტფელოების იგივე რაოდენობა შეინარჩუნა, რომელიც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროს 2017 წელს 13-მდე, ხოლო პრემიერ მამუკა ბახტაძის დანიშვნისთანავე 10-მდე შემცირდა.