გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება

13-06-2022

„გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში შექმნილი გაურკვევლობის მიუხედავად, რომელიც ეკონომიკაზე აისახება, საქართველოში ვინარჩუნებთ, ერთი მხრივ, სიმშვიდეს და მეორე მხრივ, მაღალ ნდობას ბიზნესის მხრიდან ჩვენი ეკონომიკის მიმართ, ამის დასტურია 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდა ფიქსირდება" - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


ლევან დავითაშვილმა თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 4-ჯერ მეტია წინა პერიოდთან შედარებით - მისი ოდენობა 435.7 მლნ. აშშ. დოლარით არის გაზრდილი და და რეკორდულ მაჩვენებელს - 568.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.

„ეს მიუთითებს, რომ რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ რჩება მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


მისივე ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალი ზრდა გვაქვს ევროკავშირიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ქვეყნები საქართველოს მთავარი ინვესტორები არიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031