გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მე-4 ქვეით ბრიგადაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართა

14-06-2022

ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ უმასპინძლეს. მინისტრის მოადგილემ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს, მომავალში წარმატებები უსურვეს და ერთობლივი სამომავლო გეგმები დასახეს.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან სტუდენტები ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ.


სტუდენტებმა ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ სამედიცინო პუნქტი და სპორტული დარბაზები მოინახულეს და ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. მოგვიანებით გაიმართა საჩვენებელი სწავლება, რომელიც დაჭრილების ევაკუაციასა და დაბრკოლების ზოლის გადალახვას მოიცავდა. ვიზიტორებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. ღია კარის დღე სიმულაციურ ცენტრში სროლებით დასრულდა.


ღია კარის დღეები თავდაცვის ძალებში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად ტარდება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930