გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თამთა ჯანჯღავა - ბრალს არ ვეთანხმები, რადგან „პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა

29-06-2018

"ბრალს არ ვეთანხმები, ვინაიდან „პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა, - ამის შესახებ მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა თამთა ჯანჯღავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც სასამართლო ჯანჯღავასა და საქმეზე დაკავებული მისი მეგობრის, ნათია თოფურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა, მათ შორის თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ჯანჯღავა აღნიშნული კვალიფიკაციით ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მისი ადვოკატის ინფორმაციით, ნოზაძესთან კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა.

თავად მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.


www.interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031