გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელს პრობლემები შეუქმნა

15-06-2022

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა კვაშხიეთის, ცხმორის, ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ ექვს სოფელს პრობლემები შეუქმნა.


ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ხეორი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა რის შედეგადაც დაიტბორა საავტომობილო და შიდა სასოფლო საუბნო გზები, ასევე ფერდობიდან მოვარდნილმა ღვარცოფულმა შენაკადებმა დატბორა სოფელ ხეითში, კვაშხიეთსა და სევაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები ასევე სოფელ ხეითში მდინარე ხეორმა სახიდე გადასასვლელი დააზიანა.


დილიდან, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოები, რომელიც ადგილზე მოინახულეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ, პირველმა მოადგილემ - გიორგი მაქარაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ - სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელმა - ქრისტინე კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილმა და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილმა.


უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით შეიქმნა სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი რომელიც დაითვლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს და უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930