გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოცვის პლანტაცია ოზურგეთში 2ჰა- ზე გაშენდა

15-06-2022

საქართველოს ბანკი აგრომიმართულების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთანპარტნიორობით ოზურგეთში, ექადიას ტერიტორიაზე 2ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის ჯამური მოცულობა 140 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 90 000 ლარს შეადგენს.

 

„ჩვენი მოცვის პლანტაცია ნაწილობრივ სტარტაპია, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკი დაგვეხმარა. ამ ეტაპზე, იმ 2 ჰა- ტერიტორიაზე, სადაც მოცვი გავაშენეთ, საწყის ეტაპზე ველით 6 ტონა მოსავალს, 4 წლის შემდეგ გვაქვს მოლოდინი რომ ის 15 ტონამდე გაიზრდება. ჩვენ დამატებით  ვფლობთ 2 ჰა- მოცულობის  აუთვისებელ მიწას და გვინდა ეს ტერიტორიაც სამომავლოდ კვლავ მოცვის პლანტაციისთვის გამოვიყენოთ“,- ამბობს მცირე მეწარმე, ირაკლი კარსანიძე.

 

„კენკროვანი კულტურები კერძოდ კი, მოცვი საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში. ის  აქტიურად გადის ექსპორტზე. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც ქართველ ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, აწარმოონ და სარეალიზაციოდ გაიტანონ მოცვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამით კიდევ უფრო მეტად განავითარონ ბიზნესი. მიგვაჩნია, რომ ასეთი წამოწყებების მხარდაჭერით ჩვენც შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ბიზნესის გაძლიერებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930