29-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა იმ ვადებში მოხდება, რაც კანონდებლობითაა გათვალისწინებული.
ბახტაძე იმედოვნებს, რომ განახლებული მთავრობის წარდგენის საშუალება მალე მიეცემა.
ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ პარლამენტში შესაბამის პროცედურებს გავივლით მოკლე ვადაში. მე საშუალება მექნება საზოგადოებას დროულად წარვუდგინო განახლებული მთავრობა და განახლებული მინისტრთა კაბინეტი. ჩვენ წარვადგენთ ახალ შემადგენლობას იმ ვადებში, რაც კანონდებლობითაა გათვალისწინებული“- განაცხადა ბახტაძემ.
18-12-2024