16-06-2022
„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.
გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს.
„მგიმო“-ის კურსდამთავრებულმა და რუსეთის უსაფრთხოების დიპლომირებულმა სპეციალისტმა, ელენე ხოშტარიამ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვა და მიზეზად გამოგონილი რუსული კავშირები დაასახელა.
16-11-2024
16-11-2024