16-06-2022
„ამ ქალს უკეთია თვალზე ასაკრავი, 20% ოკუპირებულია წარწერით. ესენი ითხოვენ ადამიანების დასანქცირებას, იმიტომ რომ რუსული კავშირები აქვთო, არადა ამ გაგანია ომის დროს, ელენეს ოჯახს რუსეთის ფედერაციიდან, რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება ფულები“,- ასე ეხმიანება ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება.
საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.
მისივე განცხადებით, სხვას ამის ნახევარი რო ექნა, ეგრევე შეაჩვენებდნენ.
„ელენე ხოშტარია არის ილუსტრაცია ორმაგი სტანდარტების, უტიფრობის და იმის რომ ღირებულებები საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. ეს ქალი იყო გავრილოვის პროტესტის ავანგარდში, სადაც იმის გამო რომ თავმჯდომარის სკამზე დაჯდა გავრილოვი, უნდოდა ქვეყანა ამოეყირავებინა. ეს ქალი იყო პოზნერის ამბებში.
ამ ქალს უკეთია თვალზე ასაკრავი, 20% ოკუპირებულია წარწერით. ესენი ითხოვენ ადამიანების დასანქცირებას, იმიტომ რომ რუსული კავშირები აქვთო, არადა ამ გაგანია ომის დროს, ელენეს ოჯახს რუსეთის ფედერაციიდან, რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება ფულები.. გაგიჟდები რა.. ეთიკური რელატივიზმია ეს, სადაც მათთვის ყველაფერი მოსულა, ხოლო სხვას ამის ნახევარი რო ექნა, შეაჩვენებდნენ ეგრევე..“,-წერს გური სულთანიშვილი facebook-ზე .
16-11-2024
16-11-2024