გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ პატარაძე საქართველოს პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს

4-01-2018

აჭარის მთავრობის თავმდჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
„მინდა მივულოცო უწმინდესსა დაუნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 85 წლის იუბილე.
ქართველ ხალხს წილად გვხვდა ბედნიერება ვიყოთ მისი უწმინდესობის თანამედროვენი. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე. პატრიარქის წინამძღოლობით 40 წლის მანძილზემრავალი დაბრკოლება გადავლახეთ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, გაძლიერდა ქართველი ხალხის რწმენა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, შენარჩუნდა უნიკალური ქართული საგალობლები. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გამოირჩევა ჩვენი რეგიონის - აჭარის მიმართ, სადაცთავისი მრავალწლიანი სასულიერო ცხოვრების შვიდი წელი გაატარა. იგი აჭარას საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების კერად, განმანათლებლად მოიხსენიებს და ეს ჩვენ განსაკუთრებითგვეამაყება.
ვულოცავ ერის სულიერ მამას ღირშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერმოწოდებულ მილოცვის ტექსტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930