გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით სამცხე-ჯავახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართება

16-06-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციის Racing The Planet მარათონი ჩატარდება. Racing The Planet-ის მონაწილეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს. საერთაშორისო მასშტაბით მარათონი სამცხე-ჯავახეთში 19-25 ივნისს ჩატარდება და აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, სინგაპურიდან და სხვა ქვეყნებიდან 50-მდე მონაწილე იქნება წარმოდგენილი.


ღონისძიება Explore Georgia-ს და Georgian Hospitality Group-ის, საერთაშორისო ტურისტული კომპანია WATA-ს და Japan Association of Travel Agents-ის ორგანიზებითა და მონაწილეობით იმართება. მარათონის მიზანია ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოს ტურისტული ადგილების ცნობადობის გაზრდა.


7დღიანი მარათონის განმავლობაში მონაწილეები 240 კმ-ს დაფარავენ. მარათონი სტარტს ალგეთის ეროვნულ პარკთან აიღებს და ვარძიაში დასრულდება. ფინიშზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728