29-06-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 2 მესაზღვრე, რომელიცრუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლების მიერ ოყო დაკავებული, გათავისუფლდნენ.
აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 2 მესაზღვრე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს, 12 საათზე გადმოსცეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს 2 მესაზღვრე მიმდინარე წლის 27 ივნისს, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა, დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის შემდეგ მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს“- ნათქვამია განცხადებაში.
18-12-2024