17-06-2022
ყელსაბამი მშვენივრად მოირგო, ეტყობა რუსეთიდან გადმორიცხული ფულით ჰქონდა ნაყიდი და ყელმოღერებული გვამუ„მახსოვს, ჩვენს ფეხბურთელს, კვარაცხელიას „ნაციონალური მოძრაობა“ გასახდელიდან გასახდელში დასდევდა, საშხაპეში რომ შედიოდა იქ უვარდებოდნენ, შემდეგ შეუვარდნენ კალათბურთელ შენგელიას, შემდეგ ჩვენი ლეგენდად ქცეული სპორტსმენი ტალახაძე მოსკოვში წავიდა, ევროპისა და მსოფლიოს რეკორდები დაამხო - დაამუნათეს, შემდეგ მომღერლებსა და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს მიადგნენ, გახსოვთ გაუთავებელი ლანძღვა-გინება, ქილიკი, დაცინვა და აღმოჩნდა, რომ ამის ერთ-ერთი თანაავტორი 25 წელია ჰონორარს იღებდა რუსეთიდან.
მისი ოჯახის 2008 წლის აგვისტოს გადარიცხვები მაინტერესებს, როდესაც ჩვენი ბიჭები ცხინვალთან იხოცებოდნენ, მაშინ თუ იღებდა დაფინანსებას?!. როდესაც ის ამუნათებდა და მოძღვრავდა ყველას, ვისაც კი რუსეთში გაუვლია და თურმე, ის ამ პერიოდში თანხას იღებდა რუბლებში.
დღეს, არც ერთმა ე.წ. მიუმხრობელმა არხმა ელენე ხოშტარიას ამბავი არ გააშუქა. ეს ხომ დღის მთავარი თემა იყო?! რა უფრო მნიშვნელოვანი იყო - ეს ამბავი თუ ხაბეიშვილი რას წამოაყრანტალებს. მიჩქმალეს ეს თემა, კითხვაც არავის დაუსვამს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა
16-11-2024
16-11-2024