17-06-2022
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლირებისთვის მათზე მორგებული ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად ბანკმა ბიზნეს მომხმარებელს ქეშბექი შესთავაზა.მომხმარებელი, რომელიცონლაინ გახსნის ანგარიშს https://bit.ly/39xB4Od-დან, რეგისტრაციის დღიდან, პირველი ორი თვის განმავლობაში, Mastercard ბიზნესბარათით (იქნება ეს პლასტიკური თუ ციფრული) ეროვნულ ვალუტაში შესრულებულ ტრანზაქციებზე Cashback-ის სახით მიიღებს გადახდილი თანხის 20%-ს,მაქსიმუმ 400 ლარს, თითოეულ თვეზე.
თითოული თვის Cashback-ი იმ პლასტიკურ ან ციფრულ ბიზნესბარათზე ჩაირიცხება რომელსაც მომხმარებელი ონლაინ ანგარიშის გახსნის პროცესში მიუთითებს. თანხა შესაბამისი საანგარიშო თვის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.
შეთავაზება უკვე ძალაშია და ის 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
Cashback-ით სარგებლობისთვის საჭიროა:
„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მათთვის ახალი შეთავაზებების გაკეთებას. ამჯერად კი ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, ანგარიშის ონლაინ გახსნის შემთხვევაში, მისთვის სასურველ ბიზნესბარათზე დაიბრუნოს თვის განმავლობაში გახარჯული თანხის 20%. გამოთავისუფლებული თანხა კი კვლავ საკუთარ ბიზნესს მოახმაროს. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ ბიზნესის საჭიროებებს, რათა ახალი შეთავაზებებით, გაუმჯობესებული პროცესებითა თუ სერვისებით, მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
Cashback-ის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3b7xKd7
16-11-2024
16-11-2024