29-06-2018
საქართველოს ექსპრეზდიენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტის გამო 6 წლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი მაშინდელი სპიკერის, ნინო ბურჯანაძის ჩვენებას ეფუძნება.
სააკაშვილის თქმით, მის გარშემო განვითარებული მოვლენები არის კომედია სამართალზე და დაცინვა ყველაფრის, რაც კანონთანაა დაკავშირებული.
„ეს ე.წ. განაჩენი ჩემს წინააღმდეგ ეფუძნება ძირითადად მაშინდელი სპიკერის, ნინო ბურჯანაძის ჩვენებას. ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ მე დავიბარე ჩემთან და გავანდე საიდუმლო, რომ მე გავეცი გელაშვილის ცემის განკარგულება და მეტი არასდროს ვიზამდი ამას. ერთი წამით დაუშვით, რომ მართლაც გავეცი ეს განკარგულება, რაც არის სრული სისულელე და აბსურდი, რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ნინო ბუჯანაძისთვის, რომელსაც არავინ ველაპრაკებოდით სერიოზულად, არ აღვიქვავდით სერიოზულად და არ ვენდობოდით მთელი ეს პერიოდი. ეს ყველამ იცის ვინც შიდა სამზარეულოში იყო ჩახედული და საერთოდ, რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ვინმესთვის. ეს ხომ არის კომედია სამართალზე და მართლა დაცინვა ყველაფრის, რაც კანონთან არის დაკავშირებული.
მე უბრალოდ მიკვირს, რატომ არიან გაჩუმებულები არასამთავრობო ორგანიზაციები, ის ხალხი, ვისაც ევალება სამართლებრივი პროცესების დაკვირვება. რატომ არ იღებს ხმას პოლიტიკური სპექტრი. აქ ხომ აზრთა სხვადასხვაობაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი კანონის ფეხქვეშ გათელვაზე და ელემენტარული დემოკრატიული ნორმების სრულ უარყოფაზე. ეს, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ უსამართლობას გადავლახავთ. ჩვენ მოვიპოვებთ სამართალს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო აჩვენებში და ივანიშვილი ვერ შეძლებს ამ მეთოდებით ქართველი ერის ნების შეეჩერებას. მე მინდა, ყველას მოვუწოდო გაერთიანებისკენ, დარაზმვისკენ, ერთად ბრძოლისკენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა - საქართველო დავუბრუნოთ ქართველ ხალს და ეს ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ ამაში“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
18-12-2024