17-06-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მზადაა შექმნას პლატფორმა, რომლის მუშაობაში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელს, რათა ერთობლივად, სამუშაო ფორმატში იმსჯელონ რექტორის არჩევის ახლანდელ პრაქტიკასა თუ არჩევის წესთან დაკავშირებულ ინიციატივებზე. პირველი სამუშაო შეხვედრა შედგება 24 ივნისს, 19:00 საათზე, თსუ პირველ კორპუსში - ამის შესახებ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პროტესტის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ფაკულტეტების დეკანები და პროფესორები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა, რომ ,,დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაზღვრული რექტორის არჩევის წესი, პროცედურები თუ კრიტერიუმები რეგულირდება კანონით უმაღლესი განათლების შესახებ, შესაბამისად ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.’’
გაერთიანებულ შეხვედრაზე დიალოგის ფორმატში იმსჯელეს 4 ძირითად საკითხზე, რომელიც სტუდენტთა აღნიშნულ ჯგუფმა ჩამოაყალიბა, ესაა საერთო საცხოვრებლების თემა, უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი და ფინალური გამოცდების ფორმატი.
16-11-2024
16-11-2024