29-06-2018
,,ძალიან რთული იყო ადამიანური და მორალური თვალსაზრისით იმ ჩვენებების მოსმენა, რომლებიც ვაჩეიშვილისგან და ბატონი ნიკოლოზის მეუღლისგან მოვისმინეთ. ეს ადამიანები ერთი დაკითხულია და მეორე არ იყო დაკითხული, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვებს დავუსვამთ გამომძიებელს. ისინი ყვებოდნენ გარკვეულ დეტალებს მათ შორის დაჭრის შემდეგ და აღწერდნენ დეტალურად მოვლენებს, თუმცა რაიმე ხელშესახები, ისეთი რომ გამოძიებას რაიმე მისცეს, ასეთი სამწუხაროდ არ უთქვამთ“ ,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე ნიკოლოზ ვაჩეიშვილის და მისი მეუღლის დაკითხვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.
დეპუტატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ფარდულის და მის დანგრევას, გაღუნულ დანისა და სუბელიანის თემის შესახებ და აღნიშნა, რომ სუბელიანი დღეს დაკავებულია, მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის და ამაზე კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, ხოლო ფარდულის აღდგენა სანტიმეტრების სიზუსტით შესაძლებელია და კიდეც რომ ვინმეს იგი შეგნებულად დაენგრია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არანაირი გავლენა არ შეიძლება მოახდინოს საქმის მხრივ.
კითხვებზე პასუხებისათვის, რომელიც დღეს ჩნდება და ეხება საქმეში დაკითხვის ოქმების არსებობის თემას, ჩვენ დავიბარეთ გამომძიებელი, თანამდებობის პირები შინაგან საქმეთა სამინსიტროდან, ჩვენ გვექნება კითხვები, მათ შორის ძალიან კრიტიკული მიმართულებითაც და მათ აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ
საგამოძიებო კომისიის წევრმა ისაუბრა ნიკოლოზ იორდანიშვილის შესახებ და აღნიშნა, რომ მისი ჩვენება არის საქმის მასალებში, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც უყურებს რამდენიმე მეტრიდან ყველაფერს, დღეს ამბობს რომ არაფერი დაუნახავს, არ ახსოვს.
მამუკა მდინარაძე რუსთავი ორის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც ხორავას ქუჩის ერთერთი მცხოვრები საუბრობდა. მისი თქმით , არცერთი მოწმის ჩვენება აპრიორში იმ წამსვე, მოსმენისთანავე გასაზიარებელი არ არის და არ უნდა დაემართოს ვინმეს დამწყები გამომძიებელივით, რომელიც ყოველი მომდევნო ჩვენების შემდგომ ბრალს ცვლის, ეს არ იქნება პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. ,, ჩვენ ამ ქალბატონს თუ მოვასწარით დღესვე გამოვკითხავთ და უკვე დეტალურად, მათ შორის კრიტიკულად აქაც გავივლით რამდენად სარწმუნოა მისი ჩვენება და მისი ჩვენების შემდეგ გადამოწმებაც მოხდება სხვა პირებთან“,- განაცხადა პარლამენტარმა.
18-12-2024