გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა კვიჟინაძე: საქართველო ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც სავალუტო ფონდს აქვს

29-06-2018

საქართველოასრულებსყველაიმმოთხოვნას, რაცსავალუტოფონდსაქვს.

ამის შესახებ  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.


საქართველოს მთავრობას და სავალუტო ფონდს არასდროს ჰქონიათ ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორიც დღეს აქვს. ეს ურთიერთობა გამოიხატება იმაში, რომ  საქართველო ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც სავალუტო ფონდს აქვს. ეს მოთხოვნები არის სრულიად სამართლიანი და საქართველოსთვის სასარგებლო. ეს ეხება ბიუჯეტის დეფიციტს, მიმდინარე ანგარიშს, ეკონომიკურ ზრდას თუ სახელმწიფო ვალს. მაგალითად ბიუჯეტის დეფიციტი დღეს არის 3%-ზე ნაკლები.  შედარებისთვის, 2010-2011 წელში 9%-იც იყო. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, სავალუტო ფონდი ითხოვს, რომ არ იყოს 60%-ზე მეტი, ჩვენი მსგავსი ქვეყნების შემთხვევაში კი 50%-ზე მეტი - ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 43% მომავალ წელს“ - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031