29-06-2018
ყოფილი მსჯავრდებული და ახლა ადამიანათა უფლებათა დაცვის ასოციაცია "თიბას“ დამფუძნებელი თეა სირაძე სოციალურ ქსელში პენინტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სირაძე აღნიშნულს ტყუილს უწოდებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საპატიმრო დაწესებულებაში კარგი პირობებია. მისივე თქმით, მსჯავრდებულებს საფრთხე არ ემუქრებათ, ისინი უზრუნველყოფილები და დაცულები არიან. „მოგესალმებით ჩემო მეგობრებო! მინდა გავაკეთო იმ განცხადებაზე კომენტარი , რომელზეც სახალხო დამცველის და არასამთოვრობის ინფორმაციით თითქოსდა დღევანდელ დღეს პენიტენციარული დაწესებულებაში ხდება წამება, გახდა, დამცირება, ფსიქოლოგიური ზეწოლდა ა.შ... !!! მე, თეა სირაძეს პენდენციარული დაწესებულება მაქვს დატოვებული 1 წლის უკან, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის ცრუ ბრალდება. მინდა გაგახსენოთ ის ძველი დრო, როდესაც ხალხს ტანჯვაში ხდიდნენ სულს. ფსიქოლოგიური ზეწოლა, ცემა, გაუპატიურება, ორგანოების გაყიდვა, დაწესებულებებიდან გვამების გამოტანა... კითხვა მინდა დავსვა, სად იყო მაშინ სახალხო დამცველი, სად იყო არასამთავროებები? დღევანდელ დღეს სინამდვილეში და რეალურად უბატონოდ არავინ არ გცემს იქ ზედმეტად ხმას. არის არაჩვეულებრივი კვება, მჯავრდებულებს აქვთ იმის საშუალება, რომ თავი ირჩინონ, დასაქმებულები არიან და აქვთ ხელფასი. ადამიანი , რომელიც იტყვის - მტკივაო, ის იმ წამსვე არის გაყვანილი საავადამყოფოში. არის არაჩვეულებრივი მოპყრობა და არ არის არანაირი ზეწოლა თანამშრობლებისგან და ადმინისტრაციისგან. ამასთანავე მინდა გითხრათ ის, რომ, სრული პასუხმგებლობით, იქ თანამშრომელი კი არა, პატიმარი პატიმარს აფუჭებს და ძალიან მაინტერესებს და მინდა დავუსვა კითხვა სახალხო დამცველს და იმ არასამთავროებს, რომელი პატიმარის წერილით გააკეთეთ ინტრიგნული საგანგებო გაცხადება? მე, თეა სირაძეს მაქვს ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანათა უფლებათა დაცვის ასოციაცია "თიბა" და მაქვს კონტაქტი ყოფილ მსჯავრდებულებთან და იქ მყოფ მსჯავრდებულებთანაც, მაგრამ მსგავსი რამ - დამცირება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მსგავსი ინფორმაცია არ შემოსულა. ადამიანი, რომელიც №5 დაწესებულების დირექტორია და ასევე, ბატონი კახი კახიშვილი, მინისტრი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან ღვთის საჩუქრები, რომ მათი მოსვლის შემდეგ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს საფრთხე არ ემუქრებათ. არიან უზრუნველყოფილები და დაცულები. ჩემი თხოვნა არის ის, რომ იმ დედების წამებას მოეშვათ, რომლის შვილებიც იმყოფებიან დაწესებულებაში და არიან პატიმრები და თქვენი ცრუ განგაშით თავგზას ნუ უბნევთ და სადარდებელს ნუ უჩენთ. ვადასტურებ კიდე ერთხელ, რომ თქვენი განცხადება არის ინტრიგნული და არ შეესაბამება სიმართლეს!!!!!“- წერს სირაძე.
18-12-2024