გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სიმონ მასხარაშვილი: საქართველო ევროპამ გაწირა 1921-ში, გაწირა 1992-93 წლებში, გაწირა 2008-ში, გაწირა 2022 წლის ივნისში!

19-06-2022

“ხინჯები ჩვენც გვაქვს, მაგრამ მსგავსი ხინჯები გაცილებით მრავლად აქვს უკრაინას და მოლდოვას! საქართველო ევროპამ გაწირა 1921-ში, გაწირა 1992-93 წლებში, გაწირა 2008-ში, გაწირა 2022 წლის ივნისში! საქართველო მარტოდ მარტო შეერკინა რუსეთს 1921-შიც, 1992-93-შიც , 2008-შიც . შესაძლოა დამარცხდა, დაიჩეხა, დასახიჩრდა, მაგრამ მაინც გადარჩა, არ გატყდა, არ დანებდა! “- ამის შესახებ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ბევრი ვიფიქრე და მტკიცედ დავასკვენი: ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით არის უ ზ ნ ე ო ბ ა!

 

  1. ჩვენ გმირულად მარტო ვეომეთ 2008-ში რუსეთს და უკრაინისგან განსხვავებით მაშინ უფლის გარდა არავინ იყო ჩვენი შემწე! მეტიც, უკრაინისგან განსხვავებით, ათასობით ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი გმირულად იბრძოდა ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში ტერორისტების წინააღმდეგ და ტერორისტებისგან იცავდა ევროპას!

 

  1. საქართველო ტექნიკური პარამეტრებითა და კანონმდებლობით გაცილებით ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა!

 

  1. ხინჯები ჩვენც გვაქვს, მაგრამ მსგავსი ხინჯები გაცილებით მრავლად აქვს უკრაინას და მოლდოვას! საქართველო ევროპამ გაწირა 1921-ში, გაწირა 1992-93 წლებში, გაწირა 2008-ში, გაწირა 2022 წლის ივნისში! საქართველო მარტოდ მარტო შეერკინა რუსეთს 1921-შიც, 1992-93-შიც , 2008-შიც . შესაძლოა დამარცხდა, დაიჩეხა, დასახიჩრდა, მაგრამ მაინც გადარჩა, არ გატყდა, არ დანებდა! საქართველოს მფარველი და მხსნელი მხოლოდ მაცხოვარი, ღვთისმშობელი და გმირ ქართველთა თავგანწირვა იყო! უფლის შეწევნით ეხლაც გადავრჩებით და გავიმარჯვებთ! ჩვენ სამათხოვრო არავისთან არაფერი გვაქვს. ჩვენ ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი ვართ!”- წერს სიმონ მასხარაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930