გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია წულაია: ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიგვყავს

29-06-2018

საქართველოს პარლამენტის წევრი, ილია წულაია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს და საგადასახადო დავალიანებების შესახებ პრემიერის ინიციატივას აფასებს.
„მაისის თვეში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რაც აჩვენებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიგვყავს. გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა, ფულადი გზავნილები. ამის ფონზე გვყავს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ იღებენ ამ წინსვლაში მონაწილეობას წარსულში დაკისრებული საგადასახადო დავალიანების გამო. ამიტომ, ვფიქრობ, პრემიერის ინციატივა ამ ვალების განულების შესახებ არის დროული და საჭირო. აღნიშნულ მეწარმეები ჩაერთვებიან საქართველოს ეკონომიკის ზრდაში, ქვეყნისთვის მნიშნველოვანი - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. სწორედ ეს სეგმენტია ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის და ხალხის დასაქმების გარანტი” - განაცხადა ილია წულაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031