გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ასეთი ტყუილის კადრება მინიმუმ ძალიან უხერხულია, რეალურად კი ეს არის დანაშაული!

20-06-2022

მიუხედავად იმისა, რომ პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ და ამავდროულად, “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, არასდროს მიკადრია, რომ კომიტეტის პოლიტიზება მეცადა, ან პირადი პიარისთვის გამომეყენა კომიტეტის წარმატება, რადგან საკუთარ იმიჯზე მეტად ვუფრთხილდები პარალიმპიური მოძრაობის და კომიტეტის იმიჯსა და რეპუტაციას - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმ ინფორმაციაზე, რომ თითქოსდა პარაოლიმპიური კომიტეტი აქციას უერთდება.

 

"კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების გავრცელება! გასაგებია, რომ უკვე ისე უჭირთ, ასეთი სიცრუით და ტყუილებით ცდილობენ ყალბი აღქმების შექმნას, მაგრამ მინიმუმ ძალიან უხერხულია ასეთი ტყუილის კადრება, რეალურად კი ეს არის დანაშაული! ამიტომ აუცილებლად მოგიწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა!" - წერს იონათამიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930