გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუდიაშვილის მოედანზე მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს

29-06-2018

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის "ახალი ტფილისი" ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.


ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი - დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა. ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს.


გარდა ამისა, ერთ-ერთ ქვევრში სპილენძის აზარფეშა - გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.

გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების ზედამხედველობით, სამშენებლო კომპანიები - „ინსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031