გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ რექტორი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

21-06-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო თსუ საერთო საცხოვრებელთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სასწავლო პროცესებსა და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ელენე წოწონავას განცხადებით,  რექტორთან შეხვედრასტუდენტების ინიციატივით გაიმართა.

 

„ბევრი პრობლემა წამოიჭრა, თუმცა მრავალი გადაჭრის გზა და ინიციატივა გამოჩნდა სტუდენტებისგანაც. ვფიქრობ, საინტერესო და პროდუქტიული იყო ეს შეხვედრა. მივიღეთ პრობლემების გადაჭრის გზებზე დაპირებები, დასახელდა კონკრეტული ვადები. ვიმედოვნებთ, რომ ამ ვადების გასვლის შემდეგაც გვექნება მსგავსი შეხვედრა, რომელზეც ვისაუბრებთ თუ რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში და რა იქნება კიდევ გასაკეთებელი“-აღნიშნა ელენე წოწონავამ.

 

მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ალექსანდრე გაბაშვილმა. მისი თქმით, ასეთი შეხვედრების დროსიკვეთება ის პრობლემები, რომელიც რეალურად სტუდენტებს აქვთ. ალექსანდრე გაბაშვილმა აღნიშნა, რომ

 

„მნიშვნელოვანია ასე კონსტრუქციულად დავსხდეთ და ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც სტუდენტებს გვაწუხებს და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. პირველი საკითხი საერთო საცხოვრებლის საკითხი იყო, რაზეც უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია მივიღეთ თუ რას აპირებს უნივერსიტეტი და რა გეგმები აქვს. გარდა ამისა, წამოიჭრა ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო თემა, რაზეც ყურადღებაა გასამახვილებელი“.

 

 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მისასალმებელია, რომ პანდემიის შემდეგ სტუდენტებთან უშუალო შეხვედრების ფორმატი აღდგა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა კონსტრუქციული იყო  და შესაძლებელი გახდა ბევრ მწვავე საკითხზე სტუდენტებთან ერთად ემსჯელათ.

 

„ძალიან მიხარია, რომ ჩვეულებრივ რიტმს და რეჟიმს უბრუნდება უნივერსიტეტი და დღეს უკვე გვაქვს საშუალება პირდაპირ შევხვდეთ ერთმანეთს და ვილაპარაკოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აინტერესებს როგორც სტუდენტს, ასევე ადმინისტრაციას და პროფესურას. ეს არის ერთი უნივერსიტეტი, ერთიანი მიდგომაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ სტუდენტს, რომელთაც ჰქონდათ შეკითხვები, გაეცათ ამომწურავი პასუხები, მეტი ინფორმაცია მიიღეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს უნივერსიტეტში, სად დგას და რის გაკეთებას ვაპირებთ, რა არის ჩვენი, პირველი უნივერსიტეტის მომავალი“,-განაცხადა რექტორმა. 

 

სტუდენტებთან შეხვედრისას გადაწყდა რომ დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება და სტუდენტები ინფორმირებული იქნებიან ყველა დასმული საკითხის მოგვარების გზებზე.

 

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა გასულ კვირას გამართა პრესკონფერენცია, სადაც თსუ-ის ყველა სტუდენტს და ახალგაზრდულ ორგანიზაციას უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური პრობლემატიკის მოსაგვარებლად გაერთიანებისაკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია სტუდენტებმა ძალადობისა და ექსცესების გარეშე მოითხოვონ სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური  განვითარება, ასევესტუდენტების წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების აღმოფხვრაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური ჩართულობა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031