გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

22-06-2022

ახლა, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს 10 წლის შედეგები, გამოხატული კონკრეტულ რეიტინგებში. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საშუალო შემოსავლის ქვეყნების სიაში ჩვენი ქვეყანა არის წამყვან ხუთეულში.
 
„მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ  ბევრ ქვეყანას და ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის წვერ ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ვართ მე-4 ადგილზე. გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და უსწრებს საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს. ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, წელს პირველად, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ მოლდოვას და უკრაინას რეკომენდაციაში, დათქმებში ჩაუწერეს საჯარო სამსახურის რეფორმა და მათ შორის, გამჭვირვალობაზეა აქ მინიშნება და ძალიან ბევრი რეკომენდაციაა ჩაწერილი, შედარებისთვის. ამ მიღწევით, ვინაიდან ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, ქვეყანა საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. რომ მეკითხებიან, რა გავაკეთეთ ჩვენ და რა მიღწევები აქვს საქართველოს, აი ეს არის კონკრეტული 10 წლის შეჯამება, გამოხატული რეიტინგებით. „ფრეიზერის" ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წამყვან 5 ეკონომიკას შორის არის, სინგაპურის, შვეიცარიის და მსგავსი ეკონომიკების შემდეგ. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ჩვენ ვართ მე-18 ადგილზე ევროპაში, რაც ბევრად უფრო წინ არის ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ევროკავშირის მრავალი სხვა წევრი ქვეყანა და წამყვანი ეკონომიკა" , - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930