გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დავით ბაქრაძე დადიოდა პირადად, კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ როგორმე „ქართული ოცნების" პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი, აი, ეს ხართ თქვენ

22-06-2022

მინდა გამოვკვეთო რამდენიმე ძირითადი მიღწევა, რომელიც სწორედ ბატონი ივანიშვილის და „ქართული ოცნების" დამსახურებაა. ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, ეს არის უვიზო რეჟიმი, რომლითაც ესენიც სარგებლობენ სხვათა შორის და ეს არის ახლა უკვე ისტორიული ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, უვიზო რეჟიმის მიღების დროს დავით ბაქრაძე, დადიოდა პირადად და ეხვეწებოდა  ევროპელებს, რომ როგორმე „ქართული ოცნების" პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ საქართველოსთვის.

 
„მინდა მთავარი ვთქვა - ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან. მინდა გამოვკვეთო რამდენიმე ძირითადი მიღწევა, რომელიც სწორედ ბატონი ივანიშვილის და „ქართული ოცნების" დამსახურებაა. ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, ეს არის უვიზო რეჟიმი, რომლითაც ესენიც სარგებლობენ სხვათა შორის და ეს არის ახლა უკვე ისტორიული ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით. შესაბამისად, მეგობრებო, თუ ამ პროცესში რაიმე ხელის შეშლა ყოფილა, ეს უკავშირდება ამათ მავნებლობას, დაწყებული უვიზო რეჟიმის მიღების დროს. ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, დადიოდა პირადად, კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველ უმსგავსობას, ათას ბრალდებას და ცილისწამებას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იგებდნენ. ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ როგორმე ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების" პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი, აი, ეს ხართ თქვენ, ეს არის მავნებლობა, ეს არის მტრობა ქვეყნის", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930