22-06-2022
კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ყველამ კარგად ვიცით რომ ჩვენ სამეულში ე.წ. ასოცირებულ ტრიოში უპირობო ლიდერები ვართ. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, საქართველო - გლობალური რეიტინგი - 49 ადგილი მსოფლიოში, რეგიონული რეიტინგი 1- ლი ადგილი, 14 ქვეყანას შორის, უკრაინა - მაინტერესებს თუ იცით თქვენ რომელ ადგილზეა, გლობალური რეიტინგი 74-ე ადგილზე და რეგიონული მე-7 ადგილი, 14 ქვეყნას შორის, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მეგობრებო. მოლდოვა, გლობალური რეიტინგი 73-ე მსოფლიოში და რეგიონული რეიტინგით მე-6, აქაც ანუ მართმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024