22-06-2022
ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი დინამიკით მიმდინარეობს, ამაზე მეტყველებს მაისის სტატისტიკა და მოგიყვანთ მაგალითის - 95 პროცენტიანი აღდგენა ფიქსირდება ტურიზმის, ესაა ბოლო მონაცემები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2019 წლის, პანდემიამდელ მდგომარეობას დავუბრუნდეთ რაც შეიძლება მალე, ყველაზე პიკურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა ახალი სააგენტო უფრო მეტად კონცენტრირებული მუშაობის მიზნით, რათა ყველა კურორტის აღდგენა გახდეს შესაძლებელი.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ ვჩერდებით, ვაკეთებთ ბაზრების დივერსიფიკაციას, მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტის შემოყვანას და ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს. საჭიროა ყველა ის დანახარჯი, რომელიც კეთდება ინფრასტრუქტურაში, ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნაში, ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა ახალი სააგენტო, კურორტების სააგენტო, მეტად კონცენტრირებული მუშაობა რომ წავიდეს, ყველა კურორტის აღდგენა უნდა შევძლოთ ჩვენ, მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გავაკეთოთ. ამ კურორტების გამოტანას ვაპირებთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, სექტემბრამდე ალბათ გამოვიტანთ, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყოს მართლაც უნიკალური ტურისტული ლოკაციები და ის ტრადიციული ისტორიული კურორტები, რაც გვქონდა, ყველაფრის აღდგენა არის აუცილებელი,"- განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024