5-01-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ქ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 2 აბი ამოიღეს. პოლიციამ ჰ.ქ.-ს მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ნარკოლოგიური შემოწმებისას, ბრალდებულს ოპიუმის, მეტადონისა და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.